saqarTvelos mRvimeebi - tobis mRvimeebi

 

კარსტული მღვიმეები მდინარე ტობის (აბაშის მდგენელი) აუზში. გამომუშავებულია ტურონ-სენონურ კირქვებში. 12 მღვიმეა, მ.შ. უდიდესი ა. ოქროჯანაშვილის სახ.-ის მდებარეობს ზღვის დონიდან 790 მ-ზე. აქვს დერეფნის ფორმა. საშუალო სიმაღლე 9 მ., საშუალო სიგანე 5 მ. ჯამური სიგრძე 1300 მ. მდიდარია ჰემოგენური ნალექებით. მღვიმიდან გაედინება ნაკადი, რომელიც ჩანჩქერს წარმოშობს. ამ მღვიმის ჩრ.-ით, 1 კმ.-ზე, იხსნება  ტობა, I მღვიმე, რომლის სიგრძეა 700 მ.. მისგან გამოდის მიწისქვეშა მდინარე და ზედაპირზე ქმნის ტობის ჩანჩქერს (სიმაღლე 21მ.)